სავანეთის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები სკოლის დირექტორმა დაასაჩუქრა
06-11-2018
სავანეთის საჯარო სკოლის VII კლასი ერთ-ერთი საუკეთესო კლასია სკოლაში.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მიუხედავად ენის ბარიერისა, მოსწავლეები საღად აზროვნებენ, ლოგიკურად მსჯელობენ და ეუფლებიან სახელმწიფო ენას.
გარდა სახელმწიფო ენისა, ისინი კარგად ითვისებენ ისტორიას, გაკვეთილების შემდეგ რჩებიან კიდეც და დამატებით მეცადინეობენ.
„წარჩინებული სწავლისთვის და მონდომებისთვის სკოლის დირექტორმა ინგა მიქელაძემ VII კლასის მოსწავლეები შეაქო და მოტივაციის ასამაღლებლად მათ საჩუქრად გადასცა: ფანქრები, სახატავი რვეულები და წარმატებები უსურვა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.