მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა -„მწვანეები“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, Lit’s Do It საქართველოსთან ერთად პროექტი - „ერთად დავასუფთაოდ საქართველო“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა მსოფლიო დღის კვრეულში სკოლების ჩართვას გაუწიეს ორგანიზება
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლებს რესურსცენტრის საშუალებით პროექტის მნიშვნელობისა და გეგმის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტში რვა - ფარის, ლახამულის, ეცერის, იფარის, იელის, მესტიის №2, მესტიის №3 და მულახის საჯარო სკოლა ჩაერთო.
სკოლებმა დასასუფთავებელი ტერიტორიები თავადვე შეარჩიეს და დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავეს.
მულახის საჯარო სკოლა, ეკოკლუბი მწვანეები და Lit’s Do It საქართველო პროექტში ჩართულ სკოლებს გარემოზე ზრუნვისა და ეკოცნობიერების ამაღლებისთვის სერტიფიკატებს გადასცემს.
პროექტს სპონსორობა SVANETI HYDRO GRPC- მა გაუწია,რომელმაც სკოლებს მიაწოდა დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი - ხელთათმანები, ნაგვის შესაგროვებელი პოლიეთილენის პარკები, მაისურები.
ეკოკლუბი „მწვანეები“ და მულახის საჯარო სკოლა SVANETI HYDRO GRPC თანადგომისთვის მადლობას უხდის.
მულახის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანეები“ წევრებმა სექტემბერ-ოქტომბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები