წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენაში ცოდნას მრავალფეროვანი აქტივობებით იღრმავებენ
06-11-2018
წვირმის საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ინგლისურის გაკვეთილები ტარდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ინგლისურ ენაში ცოდნას სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იღრმავებენ.
აქტივობებში მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილები სამი თვის მანძილზე კვირაში ერთხელ ჩატარდება.
„ამ დროის განმავლობაში მისწავლეები წაიკითხავენ, შექმნიან, მოისმენენ, ისაუბრებენ და დადგამენ. შედეგად, ინგლისური ენის სწავლა უფრო სასიამოვნო და სახალისო პროცესი გახდება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები