ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი მოაწყეს
06-11-2018
წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრი მოაწყეს.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლის - „კოკროჭინა“ პრემიერა წარმოადგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, იდეა სკოლის თვითმმართველობის წევრს გიორგი ხაჭაპურიძეს ეკუთვნის. რეჟისორი, სცენარის ავტორი და თოჯინების შემქმნელი ალექსანდრე თევდორაძეა.

„მოსწავლეებმა დეკლამაციის და არტისტული უნარები გამოავლინეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203