კასრისწყალის საჯარო სკოლა მასწავლებლებისთვის ვაკანსიებს აცხადებს
07-11-2018
კასრისწყალის საჯარო სკოლა მასწავლებლებისთვის ვაკანსიებს აცხადებს. სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის ცნობით, სკოლა ისტორიის, მათემატიკისა და ქიმიის მასწავლებლებს ეძებს. ასევე, ვაკანტურია სკოლის საქმისმწარმოებლის ადგილიც. 

ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი გიორგი ბუღრიძე ესაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს უცვლელად: 

„ჩვენი სკოლის რთული ტერიტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე (სოფელი კასრისწყალი საზღვირსპირა სოფელია, მდებარეობს შირაქის ველზე), კადრების მხრივ სკოლაში პრობლემები შეიქმნა. საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან სკოლა მასწავლებლებმა დატოვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სექტემბერში მასწავლებლის სახლში გავაგზავნეთ მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. დღესდღეობით ვეძებთ სამი საგნის მასწავლებელს და საქმისმწარმოებელს. 

რთულია ასეთ სიტუაციაში მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პრობლემა არ ასახულიყო სასწავლო პროცესსა და მოსწავლეებზე. სკოლაში ყველანი ვმუშაობთ სრულ გრაფიკზე, სრული დატვირთვით და ეს ძალიან რთულია. ამიტომ, მე ვითხოვ დახმარებას და ჩემი მხრიდან, ჩამოსულ მასწავლებლებს ყველანაირად დავეხმარები და შევუწყობ ხელს. ვიცი, რომ ძალიან რთულია აქ ჩამოსვლა და ცხოვრება, მაგრამ მასწავლებლები აუცილებლად გვჭირდება“. 

ამჟამად სკოლაში 68 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც 10 მასწავლებელი ასწავლის. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203