მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური შეჯიბრის ფინალში იასპარეზეს
07-11-2018
მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ინტელექტის დღე-2018“ ფინალურ ტურნირზე იასპარეზეს. ფინალური ტურნირი, თბილისში, სასტუმრო Hualing Tbilisi-ში გაიმართა.
ტურნირს საქართველოს ინტელექტ-კლუბის - „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. იხილეთ ფოტო