ეცერის საჯარო სკოლის „მოგზაურთა კლუბის“ წევრები აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ
07-11-2018

მესტიის, ეცერის საჯარო სკოლაში პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში „მოგზაურთა კლუბი“ თემით მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო მუშაობას აგრძელებს. 

კლუბის წევრები მე-7 და მე-8 კლაის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთ ბოლო საპრეზენტაციო თემად მოსწავლეებმა ქვეყნები - ჰოლანდია და მექსიკა აირჩიეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა თემად ჰოლანდია აირჩიეს და პრეზენტაცია ჩაატარეს. მერვეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას ჰოლანდიური სახლის მოდელი და ჰოლანდიური ხის ფეხსაცმელი - კლოპმენები წარუდგინეს. ბოლოს კი აუდიტორიას ჰოლანდიური ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა კი მექსიკის შესახებ ისაუბრეს და მასწავლებელი ლალი ჰანმერი მიიწვიეს, რომელმაც მსმენელს მექსიკაში მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები და ფოტოკოლაჟი წარუდგინა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციამ ძალიან მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203