რომელ საგნებში ტარდება აბიტურის საათები მეთორმეტე კლასელებისთვის
07-11-2018

მეთორმეტე კლასელებისთვის აბიტურის საათები რამდენიმე წელია ტარდება. აღსანიშნავია, რომ აბიტურის საათების მოსწავლეებს ე.წ. კატის (CAT-კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიზნით, ტარდება და სრულიად უფასოა.

აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება და იგი იმ საგნებშია გათვალისწინებული, რომლებშიც სკოლის გამოსაშვები გამოცდები ბარდება. მისი მიზანი კი თითოეული მოსწავლისთვის ნასწავლი მასალის კიდევ ერთხელ გადამეორება და სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის მომზადებაა.

ზოგადად მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის კვირაში 28.50 საათია გამოყოფილი, საიდანაც 19.50 საათი პროგრამულ საგნებს ეთმობა, ხოლო აბიტურის საგნებისთვის 9 საათია გამოყოფილი.

მეთორმეტე კლასელებს აბიტურის საათები ცხრა საგანში უტარდებათ, კერძოდ: 

კვირაში აბიტურის ერთი საათი უტარდებათ:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ისტორია;
  • მათემატიკა;
  • ბიოლოგია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ისტორია;
  • გეოგრაფია.

კვირაში აბიტურის ორი საათი უტარდებათ:

პირველ/მეორე უცხოურ ენაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203