წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
07-11-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 8 წარჩინებული მე-10 კლასის მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით გიორგი ახვლედიანი, დიანა ასათიანი, მარიამ მურვანიძე, ია მიქაძე, მარი ტყაბლაძე, მურმან ხაჭაპურიძე, თაკო კინწურაშვილი და გიორგი დონღვანი დასაჩუქრდნენ. 

სკოლა აღსაზრდელებს და მათ პედაგოგებს წარმატებას ულოცავს.

„ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი შედეგის მიღწევა, რომ არა მათი პედაგოგების დიდი შრომა და მონდომება. მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს  ფაქიზო ფანჩულიძეს, კლასის ხელმძღვანელებს - ფიქრია გიორხელიძეს, დოდო ხაჩიძეს და ყველა საგნის პედაგოგს გაწეული შრომისა და თანადგომისათვის. ღმერთმა გიმრავლოთ წარმატებული და მადლიერი მოსწავლეები. ახალაგაზრდებს კი წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203