ლაშის საჯარო სკოლაში სკოლის 100 წლის იუბილე იზეიმეს.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სკოლა საზეიმოდ მოირთო.
ღონისძიების მომზადებაში მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ და მოწვეულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს.
სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები, სკოლის დირექტორი ნათელა აბესაძე და სკოლის დამაარსებელი, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის შთამომავლები, დამანა მელიქიშვილი და მაგდა მჭედლიძე.
სკოლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ტორტის საზეიმო გაჭრით დასრულდა.