პატარა ქანდის საჯარო სკოლაში კარატის უფასო წრე ფუნქციონირებს
07-11-2018
მცხეთის, პატარა ქანდის საჯარო სკოლაში კარატის უფასო წრე ფუნქციონირებს. წრეს სკოლის სპორტის მასწავლებელი როსტომ გელაშვილი ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები როსტომ გელაშვილთან წვრთნას ხალისით გადიან.
„მოსწავლეები დიდი ხალისით და მონდომებით გადიან წრთვნებს „საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის“ მსაჯსა და მრავალგზის გამარჯვებულ სპორტსმენთან ერთად, რომელიც მათ გამუდმებით უნერგავს ჯანსაღი ცხოვრების სიყვარულს. სკოლის დირექციასთან ერთად მშობლები გულითად მადლიერებას და თანადგომას გამოხატავენ პროფესიონალი მასწავლებლის მიმართ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.