იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-3ე კლასში, დამრიგებლის მერი ხონელიძის ინიციატივით, პროექტი - „ჩემი პრეფესია“ ხორციელდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს მშობელთა ჩართულობას და მოსწავლეებისთვის მშობელთა პროფესიების გაცნობას.
პროექტის პირველი სტუმარი დავით მაღლაკელიძის დედა იყო, რომელიც მხატვარ-დიზაინერია.
მშობელი მოსწავლეების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა. მან ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნების როლზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტანსაცლის დიზაინს და ვიზუალიზაციისათვის ნამუშევრებიც წარმოადგინა.
პრეზენტაციამ მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა და კლასის სახელით თანაკლასელის მშობელი მედლით დასაჩუქრდა.
„მე-3ე კლასი აგრძელებს პროექტის „ჩემი პროფესია“ განხორციელებას და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით შემდეგ პრეზენტატორს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები