თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწია
07-11-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ბუცხრიკიძემ სატელევიზიო პროექტ „ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანში“ რესპუბლიკის 200 კონკურსანტთა შორის 30 გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის მოიპოვა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ ის იმერეთის რეგიონში შერჩეულ ოთხეულთა შორისაა.
სკოლის დირექცია მას და მისი კლასის ხელმძღვანელს, რუსუდან ბოგვერაძეს ამ წარმატებას ულოცავს და საბოლოო გამარჯვებას უსურვებს.