ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმები ქართული შესატყვისებით ჩაანაცვლეს
08-11-2018
ჩხოროწყუს, ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ფუნქციონირებს.

წრეს პედაგოგი ნელი კვაშილავა ხელმძღვანელობს. მისი წევრები მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები არიან. 

საწრეო მუშაობის მორიგი შეხვედრის თემა იყო  - ბარბარიზმები და არქაიზმები სამეტყველო ენაში. მოსწავლეებმა გაკვეთილზე მათ მიერ შეგროვებული ბარბარიზმები და არქაიზმები და მათი ქართული შესატყვისები წარმოადგინეს.

სკოლის წამომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესმა ხალისიანად და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203