ქუთაისის N31 საჯარო სკოლას „ოქროს ფონდის“ დიპლომი საზეიმოდ გადაეცა
08-11-2018
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი „2017-2018 სასწავლო წლის ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“, დემეტრე ჯავახაძის მშობლიურ, ქუთაისის N31 საჯარო სკოლას საზეიმოდ ესტუმრა.
გამორჩეული დახვედრისა და ოვაციების ფონზე წამყვანმა დემეტრეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ქუთაისის N31 საჯარო სკოლასა და დირექტორ ირმა შველიძეს კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
დაჯილდოვების ცერემონიალს ქუთაისის მაჟორიტარები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის კულტურულ - სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაყვალა ქობულაძე, რესურცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი გიგა ციბაძე, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის დირექციამ სტუმრებს მობრძანებისთვის, „ეტალონს“ კი მოზარდებში განათლების, სითამამისა და წინსვლის წახალისებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. ღონისძიების დასასრულს სკოლის ისტორიას დაუვიწყარი კადრები შეემატა: