მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვეს
08-11-2018
მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის“ გაიმარჯვეს.
გამარჯვებული გუნდი ქების სიგელით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალური თამაში მუხურის საჯარო სკოლაში ჩატარდა. თამაშში მუხურის N1, N2 და მუხურის საჯარო სკოლის VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტს მუხურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ირაკლი გაბრიჭიძე ხელმძღვანელობდა.
ირაკლი გაბრიჭიძე მადლობას უხდის N2 საჯარო სკოლის დირექტორს რომანი ჩაფიძეს, ამავე სკოლის პედაგოგს შავლეგი აბესაძეს და მუხურის საჯარო სკოლის დირექტორს თამაზ ბარბაქაძეს საორგანიზაციო საკითხებში გაწეული დახმარებისათვის. იხილეთ ფოტოები