თერჯოლის N1 სკოლის წარმატებული მოსწავლე 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებს
20-01-2017
თერჯოლის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს საბა ცერცვაძეს სტიპენდია დაენიშნა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საბა არის წარმატებული მოსწავლე და აქტიურადაა ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში.

საბა ცერცვაძეს სტიპენდია(100 ლარი) თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარის ელგუჯა გოცირიძის მიერ დაენიშნა.   

თერჯოლის N1 სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის ელგუჯა გოცირიძეს:  

"დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ბატონ ელგუჯა გოცირიძეს მთელი პედაგოგიური კოლექტივის სახელით."
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203