ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები თემის ხალხური შემოქმედების ნიმუშებს ეცნობიან
08-11-2018
ქვემო ქედის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტი - „შემოქმედთა კლუბი“ ხორციელდება. პროექტს ქართული ენის მასწავლებელი მაია კურეტიშვილი ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმი, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თემის ხალხური შემოქმედების ნიმუშებს და ტრადიციებს ეცნობიან და ავტორებს ხვდებიან.
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე კლუბს სოფლის მკვიდრი შოთა ქუმსიაშვილი ესტუმრა, რომელიც მოსწავლეებს ფშავურ ადათ-წესებზე ესაუბრა.