ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების VI საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 10 წელი შესრულდა.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
პირად შემადგენლობას იუბილე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქუტირის საჯარო სკოლის მე-10,11,12 კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა, ისტორისაა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თინათინ ფიფია და კლასის დამრიგებლები მანანა უგრეხელიძე, ლელა ბახტაძე და ირინა უგულავა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და ლექსით მიესალმა დამსწრე საზოგადოებას მე-3 კლასის მოსწავლე ანანაო ღაღანიძე და მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ გრიგოლია.
ღონისძიებამ ძალიან ლამაზად და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები