თბილისის N133 საჯარო სკოლაში თბილისობის დღესასწაული გაიმართა
08-11-2018
თბილისის N133 საჯარო სკოლაში „თბილისობა“ გაიმართა.

სკოლის ეზოში საქართველოს ყველა კუთხე, მათთივის დამახასიათებელი ტრადიციები, სამზარეულო, ფოლკლორი და სამოსი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაში შვიდივე მე-2 პარალელური კლასის მოსწავლეები, მათი დამრიგებლები და მშობლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მუსიკალურად უფროსი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით გააფორმეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბირთვისი“, რომლის ხელმძღვანელი პედაგოგი  გიორგი გულვარდაშვილია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას, მოსწავლეებში მოქალაქეობის გრძნობის, საქართველოს კუტურისა და ტრადიციებისადმი პატივისცემის გაღვივებას და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას.

„განსაკუთრებით სასიამოვნო განწყობა, ფუსფუსი და ჟრიამული სუფევდა ჩვენი სკოლის ულამაზეს ეზოში. მეორეკლასელებმა და მათმა პედაგოგებმა ბარაქიანი ქართული შემოდგომის ფონზე მთელი საქართველო ერთ სივრცეში წარმოგვიდგინეს.

ღონისძიების კრეატიულობამ, სილამაზემ, შემოქმედობითობამ და მასშტაბურობამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა და უდიდესი ბედნიერება მიანიჭა მნახველს. სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ასეთი ლამაზი ღონისძიების მოწყობისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები ვრცლად 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203