თბილისის N48 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
08-11-2018
თბილისის N48 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, პეაგოგ ანა ტყებუჩავას ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყეს, შემოდგომის ნობათი გამოფინეს და ისაუბრეს თუ რამდენად მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
პირველკლასელებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.