ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი ნახეს
08-11-2018

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ეწვივნენ.

ბავშვებმა სპექტაკლი სახელწოდებით „იქ, სადაც ჩემი სახლია“ იხილეს.

„7 ნოემბერი განსაკუთრებით საინტერესო დღე აღმოჩნდა ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებისათვის. ისინი ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს ეწვივნენ.

მოსწავლეთა ჟრიამული ავსებდა შენობას. ბავშვებმა მოინახულეს, გაიცნეს თანატოლები... მთავარი კი სპექტაკლი იყო.

„იქ, სადაც ჩემი სახლია“ - ასე ერქვა სპექტაკლს, რომელმაც ბავშვებს მხიარულებასთან  ერთად დღევანდელობაზე  დაფიქრების საშუალებაც მისცა.

მაყურებლისათვის სცენური მომენტები ნაცნობი აღმოჩნდა, თითქოს ბავშვები თავიანთი  სახლის  ყოველდღიური ყოფის სურათებს ხედავდნენ: ოჯახური სითბო, მშობლიური მზრუნველობა, ტიპიური ეკონომიკური გაჭირვება, ტრადიციული ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი სწრაფვა ოჯახური სიწმინდის დაცვისათვის და მთავარი -  ფული - ცთუნების  მზაკვრული მიზეზი და საშუალება.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლის გაფორმება, რაც მთავარია - მსახიობთა თამაში, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.

სპექტაკლმა ბევრი საფიქრალი მისცა ბავშვებს: რატომ უნდა ხდებოდეს ასე? როგორ შეიძლება  საზოგადოებრივი მდგომარეობის  უკეთ გარდაქმნა? რა როლი აქვს ოჯახს და ა. შ.

გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დაემშვიდობნენ თეატრს მასთან მალე  სტუმრობის სურვილით“,-ნათქვამია ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ Etaloni.ge-სთვის გამოგზვანლ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203