გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის იუბილე აღნიშნეს
08-11-2018
გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში ქალბატონ კლარა ფურელიანის პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის იუბილე აღინიშნა.
სითბოთი და სიყვარულით გაჯრებული საღამო სკოლის ბიბლიოთეკარმა მაგული ჩადუნელმა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პედაგოგმა ნანული ყანდიაშვილმა მოამზადეს.
სცენაზე ერთმანეთს სცვლიდნენ პედაგოგის მოსწავლეები და კოლეგები, რომლებიც ღვაწლმოსილს მასწავლებელს თბილი სიტყვებით ეფერებოდნენ.
სკოლის დირექცია მათ ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო სიმღერებითა და ცეკვებით ღონისძიების გალამაზებისთვის მადლობას ციალა აბაშიძესა და სოსო ტვილდიანს უხდის.
დირექციის ცნობითვე, უანგარო და თავდადებული შრომა ღვაწლმოსილ პედაგოგს ჯეროვნად დაუფასდა.
კერძოდ, კლარა მასწავლებელი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით და მიღებული აქვს უფროსი მასწავლებლის წოდება.