თბილისის N215 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში იმყოფებოდნენ
08-11-2018
თბილისის N215 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ზოია აბშილავას ხელმძღვანელობით სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ლაბორატორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სახალისო ექსპერიმენტებში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსისია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ქიმიისა და ფიზიკის საგნების პოპულარიზაციას. იხილეთ ვიდეო