უაღრესად შთამბეჭდავი ტური ბაქოში - ლენჯერის N2 სკოლამ კონკურსში გაიმარჯვა
20-01-2017
ლენჯერის N2 სკოლამ განათლებისა და განვითარების ცენტრ ,,ცოდნის სამყაროს" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 

გამარჯვებული პედაგოგები მარინა გიგდელიანი, მზიანა მერლანი, მოსწავლეები ანა ჯაჯვანი (მე-6 კლ.), ნანა შუკვანი(მე-7 კლ.) 

დეკემბრის თვეში საქართველოს მასშტაბით კონკურსში გამარჯვებულ სხვადასხვა რეგიონის მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრნენ.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ტური უაღრესად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მონაწილეებმა დაათვალიერეს ბაქოს ღირსშესანიშნაობები: ქალწულის კოშკი, შაჰინშაჰის სასახლე, ჰეიდარ ალიევის მუზეუმი, მინიატურული წიგნების მუზეუმი და სხვ.  

ლენჯერის N2 სკოლა დიდ მადლობას უხდის განათლებისა და განვითარების ცენტრ ცოდნის სამყაროს კარგად ორგანიზებული და ძალიან საინტერესო ტურისთვის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203