ჩხორიის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ განსაკუთრებულად აღნიშნეს
08-11-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ ულამაზესად აღნიშნეს. 

კერძოდ, მოსწავლეებმა  საქართველოს ცალკეული კუთხეებისათვის დამახასიათებელი ტრადიციები წარმოადგინეს. მოეწყო სამოსისა და მუსიკალური ინსტრუმენტების, ასევე მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

მონაწილეებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და იუმორისტული წარმოდგენაც გამართეს. ასევე, ადგილზე დაამზადეს თითოეული კუთხის სავიზიტო კერძები: ელარჯი, ხინკალი, მწვადი...

ზეიმს მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე - ამბულატორიის ექიმები, ჩხორიის  სამოყვარულო თეატრისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მოსწავლეთა მშობლები. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ შოთა მიქავა, დეკანოზი მამა გალაქტიონი და ვაჟა, მურთაზ და ჯუმბერ ფიფიები.

ზეიმის მოწყობაში უდიდესი წვლილი მშობლებმა, სკოლის დირექციამ, რეჟისორმა რეზო ჯოჯუამ, მუსიკის მასწავლებლებმა და კლასის ხელმძღვანელებმა შეიტანეს, ორგანიზატორები კი იყვნენ ახალგაზრდა პედაგოგები: მაია არახამია, თეა ფიფია და მანანა ლოგუა. 

ღონისძიება საჭირო ტექნიკით  სკოლის კურსდამთავრებულმა ნინო ზარქუამ უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203