„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1 200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება“
09-11-2018

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 1 200 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება. ჯამში ორი წლის განმავლობაში ამისთვის დაახლოებით 3 მილონი ლარია გამოყოფილი.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი სტუდენტი გვყავს. 2018-2019 წლებში 1 200 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. ეს ყველაფერი ბიუჯეტში ჩასმულია“, - განაცხადა ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს და მათ ოჯახებს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერა და ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი დახმარების კუთხით. ჯამში ორი წლის განმავლობაში ამისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სოფლების სტუდენტებისთვის გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203