ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
09-11-2018
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნანული არაბიძის ხელმძღვენელობით, ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეემა წარმოადგინეს თუ რამდენად ბარაქიანი და მრავალფეროვანია შემდგომა საქართველოში. 

სკოლის აღსაზრდელებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. მეორეკლასელებმა ასევე მინი სპექტაკლები დადგეს. 

ღონისძიების ბოლოს კი ჩურჩხეები ამოავლეს და თათარა დააგემოვნეს. 

ღონისძიებას, სკოლის დირექცია, დაწყებითები კლასების კათედრის წევრრები, მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. მეორეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს, კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ და მშვიდობიანი გამოზამთრება უსურვეს

„შემოდგომის „ფერთა გამამ“ გარე სამყაროდან საკლასო ოთახში „ჭირნახულთან“ ერთად  გადმოინაცვლა. მოსწავლეები თავად გახდნენ „შემოდგომის ფერების“ აქტივობების მონაწილენი, რამაც კოგნიტური პროცესების გააქტიურებას შეუწყო ხელი. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება შემოდგომისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალისადმი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203