კერძო სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლე ბელორუსიაში გამართულ საესტრადო სიმღერების კონკურსში მონაწილეობდა
09-11-2018

ბელორუსიაში, ქალაქ ნოვოპოლოცკში საესტრადო სიმღერების კონკურსზე დარეგისტრირებული 255 მოსწავლიდან, საქართველოდან მონაწილეობის უფლება თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმ  „ცოდნას“ VII კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ალავიძემ მოიპოვა.

აღნიშნულ კონკურსზე ნიკოლოზ ალავიძე წარსდგა ორი სიმღერით: მამია ხატელაშვილის „კარგი ხარ, გოგოვ!“ და სიმღერა ესპანური კინოფილმიდან „დაე ილაპარაკონ“. მისმა სიმღერებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

გამარჯვებულთა გალა-კონცერტის გახსნა ნიკოლოზ ალავიძეს ხვდა წილად, რაც მისი ნიჭის დიდი აღიარებაა.

ოთხდღიანი ტურნე მეტად წარმატებული გამოდგა მისთვის, ის ხელდამშვენებული დაბრუნდა საქართველოში. სხვადასხვა პრიზებთან ერთად მიიღო განსაკუთრებული პრიზი ნოუთბუქი, რომელიც გადასცა ნოვოპოლოცკის მერმა, დიმიტრი დემიდოვმა.

კონკურსზე მიწვეული იყო სკოლა-ლიცეუმის სიმღერის გუნდის „ხმა-ცოდნისა“ ხელმძღვანელი და ამ კონკურსის ჟიურის წევრი საქართველოდან ბადრი გვილავა.

ბელორუსიაში, ქალაქ ნოვოპოლოცკში საესტრადო სიმღერების ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203