თელავის N6 სკოლის წარჩინებულმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა, თაკო მაისურაძემ და მარიამ მაისურაძემ საჩუქრად კომპიუტერები მიიღეს.
აღნიშნული საჩუქარი მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.
სკოლა თაკოს და მარიამს ულოცავს და მრავალ წარმატებას უსურვებს!
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.