ყარაჯალის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 3 წარჩინებული მოსწავლე - ყარა ყული ოღლი, ნუცა ყურბან-კიზი და დიანა ჯალილოვი პორტატული პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული საჩუქრი მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“.