თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გონიოს ციხის გზამკვლევის შედგენაზე იმუშავეს
09-11-2018
ხელვაჩაურის, თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მე-7 კლასის მოსწავლეებთან პედაგოგმა ნონა ბერიძემ ონლაინ რესურსების გამოყენებით, შემოდგომის თემაზე ღია გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გაკვეთილში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
ამავე კლასის მოსწავლეებმა ასევე გონიოს ციხის გზამკვლევის შედგენაზე იმუშავეს და გონიო აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტიორულ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ. გასვლით ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა ნონა ბერიძემ და ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებელმა ინგა მამულაძემ გაუწიეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი ამბობს, სკოლაში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება. იხილეთ ფოტოები