ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი მოინახულეს. ბავშვები აღფრთოვანებული და კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.
პროფესიულ კოლეჯს „ბლექსი“ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლასთან გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც პროგრამის - „გიდის ხელოვნების“ კურსს ერთობლივად ახორციელებენ. ბავშვები სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროგრამა წარმატებით ხორციელდება.