ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ილიას კვირეული მიმდინარეობს.
VIIბ კლასის დამრიგებელმა, ანა ანდრიაშვილმა მოსწავლეებთან შესახვედრად მოიწვია „ჩვენი სკოლის მემატიანე“, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ყოფილი დირექტორი ნუნუ ჩახნაშვილი.
შეხვედრა სკოლის ფოიეში გაიმართა.
მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები, მოგონებები სკოლის, პედაგოგების, წარმატებული მოსწავლეებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
იხილეთ ფოტოები