მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ოლიმპიადა 2019“-ის მუნიციპალურ ტურში აქტიურად ჩაებნენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება.
მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს, ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც ჰქონდათ კარგი მიღწევები კალათბურთში. შეგახსენებთ, რომ კალათბურთში შეჯიბრებები 3x3-ზე პრინციპით ტარდება.
მონაწილე რვა გუნდიდან კალათბურთის ფინალში მისაქციელის საჯარო სკოლის ორივე გუნდი გავიდა. პირველი ადგილისათვის ერთმანეთს შეხვდნენ მისაქციელისა და ძალისის საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები, გოგონებს შორის კი - მისაქციელისა და მუხრანის საჯარო სკოლების გუნდები. მისაქციელის საჯარო სკოლის ორივე გუნდი გახდა ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონი კალათბურთში.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს სკოლის ვაჟ და გოგონათა გუნდებს და მათ პედაგოგს გიორგი ხუროშვილს მუნიციპალიტეტის ჩემპიონობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს რეგიონულ და რესპუბლიკურ ეტაპებზე.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის დირექცია სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემს.
იხილეთ ფოტოები