ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს
09-11-2018
ნინოწმინდის, ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, დამრიგებელის გრეტა თუმასიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ დ იაქტიურეს.
„ჩვენი სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა, გრეტა თუმასიანმა პატარა აღსაზრდელებს თავი მალე შეაყვარა და სწავლის სიყვარული გაუღვივა. ამჯერადაც მშობლიური ენის ანბანის სწავლის დაწყება მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად საზეიმოდ აღნიშნეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები