წელს კომპიუტერით 2 971 წარჩინებული მოსწავლე ჯილდოვდება
09-11-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემას განაგრძნობს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო ახორციელებს, მიზნად მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას ისახავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

როგორც სამინისტროში აცხადებენ, წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით, 2 582 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2 971 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203