გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს
09-11-2018
გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია 2019“ მონაწილეობენ. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა პროექტი - „არ დაყარო ნაგავი, მოუფრთხილდი გარემოს“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე სლოგანი მოიფიქრეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და საკუთარი ნახატებით გააფორმეს. შემდეგ კი ბარათები მძღოლებს და ტურისტებს დაურიგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქცია ითვალისწინებდა მძღოლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და გარემოს დაცვაში მათ აქტიურ ჩართვას.
მოსწავლეები ბარათების დარიგების პარალელურად მოქალაქეებს უხსნიდნენ რა დამღუპველ გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებო ნარცენები ბუნებაზე და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის როლი გარემოს დაცვაში.
„აქცია საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. გუნდი იმედოვნებს რომ მცირედი წვლილი შეიტანა გუდაურის, როგორც ტურისტულად აქტიური ზონის ბუნების დაცვაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები