უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა კრედიტქულების დაგროვება სქემაში დაგეგმილი ცვლილებების გამოცხადებამდე?!
18-11-2018

უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული აქტივობების ჩატარება და კრედიტქულების დაგროვება მასწავლებელთა სქემაში ცვლილებების განხორციელებამდე - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელს ესაუბრა. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება და მასწავლებლებმაც სურვილის შემთხვევაში კრედიტქულების დაგროვება უნდა გააგრძელონ.

„სიახლეები თუ იქნება ცვლილებაც მერე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ მასწავლებლებმა  თავიანთი სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება თუ ამის სურვილი ექნებათ“, - განგვიცხადეს ცენტრში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის ცნობით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები ცნობილი ამ სემესტრის ბოლომდე გახდება. 

რატიანის განცხადებით, წამყვანი და უფროსი მასწავლებლებისთვის ე.წ. უვადო სტატუსი აღარ იარსებებს. ერთადერთი, ვისაც სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტქულების დაგროვება არ მოუწევთ, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები იქნებიან.

ასევე იხილეთ:

როდის გახდება ცნობილი მასწავლებელთა სტატუსის შენარჩუნების შესახებ ინფორმაცია - მანანა რატიანი ცვლილებების შესახებ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203