ისტორული გამარჯვება - ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
10-11-2018
პირველად, საქართველოს სპორტის ისტორიაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სამბოში ნინო ოძელაშვილმა. 

ის პირველი ქალი სპორსტმენია, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) მოიპოვა.

მან რუსი ირინა ალექსეევა, უკრაინელი ნატალია სმალი და რუმინელი ლილიანა პოდელენჟკი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედალი გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიგეს.
სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში გუშინ დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203