''ეტალონმა'' ''ორიგინალური ნაძვის ხის'' ტიტულის მფლობელი სკოლა დააჯილდოვა
23-01-2017

დღეს, Etaloni.ge - ს შემოქმედებითმა ჯგუფმა ''ორიგინალური ნაძვის ხის'' კონკურსში გამარჯვებული სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ დიპლომით დააჯილდოვა.

,,ეტალონის“ სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერებმა ნინო ზაზაძემ და იაკო ამირანაშვილმა გამარჯვებულს დიპლომი პირადად გადასცეს.

''ეტალონის'' სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი - იაკო ამირანაშვილი მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე სკოლებს:

,,სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში" ვიყავით და დავაჯიდლოვეთ გამარჯვებული, ორიგინალური ნაძვის ხის ავტორს, სოფიო გაფრინდაშვილს, გადავეცით ,,ეტალონის“ დიპლომი ყველაზე კრეატიული ნამუშევრისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე სკოლებს. გამარჯვებულს კი ვულოცავთ.“

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნის“ დირექტორმა ნაზი ნადირაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: ,,ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასეთი საინტერესო კონკურსი გამოაცხადა ,,ეტალონმა“. ამით კიდევ უფრო გამოაჩინა ჩვენმა მასწავლებელმა კრეატიულობა, მისი შემოქმედებითი უნარები, დიდი მოტივაცია იყო მისთვის ეს კონკურსი.“

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ორიგინალური ნაძვის ხის გამოსავლენად 28 დეკემბერს დაიწყო, მასში ათეულობით სკოლა ჩაერთო. გამარჯვებული ფეისბუქზე მოწონების მიხედვით 13 იანვარს გამოვლინდა.

''ორიგინალური ნაძვის ხის'' ტიტულის მფლობელი გამოვლინდა

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203