თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საუნივერსიტეტო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა
12-11-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნატო კვეტენაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა VII საუნივერსიტეტო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა.
თემა გახლდათ - „განმავითარებელი შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“.
წარდგენილი საკონფერენციო თემისა და მოხსენების ეფექტურად წარმართვისთვის მასწავლებელს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლის დირექცია ნატო მასწავლებელს ამ წარმატებას ულოცავს და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებს.