ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა ბერიძე წარჩინებული სწავლისთვის დააჯილდოვეს
12-11-2018
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე, წარჩინებული სწავლისთვის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა ბერიძე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.
თამუნა ბერიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა და მისი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა. ის ჰერეთისკარის საჯარო სკოლის ერთ–ერთი გამორჩეული მოსწავლეა.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
ჰერეთისკარის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს თამუნა ბერიძეს და წარმატებებს უსურვებს.