ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „მეტი შეგვიძლია“ მონაწილეობენ
12-11-2018
მცხეთის ციხისძირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „სუფთა მწვანე“ კლუბის კოორდინატორის, სამოქალქო განათლების პედაგოგი ნათია შიბდიროვის ხელმძღვანელობით პროექტში „მეტი შეგვიძლია“ მონაწილეობს. 

მოსწავლეები პროექტში უკვე ორი წელია ჩართული არიან. 

პროექტი ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქას“ დახმარებით ხორციელდება.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში დემოკრატიის პრინციპებისა და კონსტიტუციური უფლებების გააზრების ხელშეწყობას. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203