რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეები თბილისის წიგნის ფესტივალის ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ფესტივალზე წარმოდგენილი ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნები დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო შეარჩეიეს.
„ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ იმოგზაურეს წიგნის სამყაროში. ბავშვებმა იციან, რომ ყოველდღიურ, ერთფეროვან ცხოვრებაში წიგნი თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა, საგულდაგულოდ დამალული საიდუმლო თავგადასავალია, „დედამიწა კი მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნია, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები