ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებული სწავლისთვის დააჯილდოვეს
12-11-2018
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 22 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვეს. მოსწავლეები კომპიუტერებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და გურიის გუბერნიის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.
მოსწავლეებს შორის იყვნენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარიამ გოგუაძე, ცოტნე კვიტაიშვილი, გიორგი ღლონტი, სალომე ჩხაიძე, ლუკა გოგიჩაიშვილი, თეა იმნაძე, ანა ძაძამია, ლუკა ჩხაიძე, ელდარ ჩხაიძე, ირაკლი შალიკაშვილი და ლიზი თურქია.
„თანამედროვე ყოფა ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, ამ მხრივ ბავშვები მეტნაკლებლად განებივრებულნი არიან, მაგრამ როცა სკოლის მოსწავლეს საკუთარი შრომის შედეგისთვის საჩუქარს სახელმწიფო გადასცემს, ეს მას საკუთარი თავის რწმენას მატებს და თვითრეალიზაციის მოტივს უმაღლებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იზრდება.