პროექტის „იდებატე!“ 2018 წლის შემოდგომის სეზონის ზუგდიდის შესარჩევი ტურნირის ფინალისტების ვინაობა ცნობილია!
პროექტის ფინალურ ტურში ქ.ჯვარის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ ხულორდავა და ილია ქარდავა მიიღებენ მონაწილეობას.
ფინალურ ტურნირში გადასული გუნდები დეკემბრის ბოლოს, თბილისში სხვა საუკეთესო გუნდებს საქართველოს ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან!
პროექტი „იდებატე!“ - "საქართველოს მომავლის აკადემიის" მიერ ხორციელდება და ის გრძელვადიანი არაფორმალური განათლების ინიციატივაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებში (სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და ბაკალავრის სტუდენტებში) დებატების კულტურის და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე.