წაღვლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ლიკა კაპანაძემ წარმატება მოიპოვა.
ლიკა კაპანაძემ ესეების კონკურსში „საქართველოს ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმეში - რესპუბლიკისა და ავტოკეფალიის 100 წელი“, მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის მას სერტიფიკატი გადაეცა და საჩუქრად „მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია“ და საქართველოს ინგლისურ - ქართულენოვანი ალბომი მიიღო.
წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია კაპანაძე ულოცავს მას კონკურსში საპრიზო ადგილის დაკავებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას !