ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის თაოსნობით საჯარო სკოლებს შორის გაიმართა რაიონული სპორტული ღონისძიება.
ღონისძიებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გაიმართა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლის V-VII კლასის მოსწავლეთა გუნდი „მერცხალი“ მონაწილეობდა. რომლებმაც „მხიარული სტარტების“ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
გამარჯვებული გუნდის მოსწავლეები გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა დიპლომებით დააჯილდოვეს.
სკოლის დირექცია გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის სპორტის მასწავლებლებს მარინა ჩივიაშვილსა და ზაზა კვეზერელს.
გუნდის წევრები : დავით ბაცანაძე, მარიამ მაზანიშვილი, მარიამ ჩიფაშვილი, ელენე არსენაშვილი, ნინო მარიხოშვილი, ხატია კვეზერელი, ვატო ბაწელაშვილი, გიორგი მაზანიშვილი, მარიამ მამისაშვილი, გიორგი ხარაზიშვილი, სანდრო მოსულიშვილი, ნიკა ბაწელაშვილი.
იხილეთ ფოტოები