თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვეს
12-11-2018
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსს „მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“ მასპინძლობდა. 

პროექტში აქტიურად იყო ჩართული თბილისის N122 საჯარო სკოლა, რომელმაც კონკურსში გამარჯვებაც მოიპოვა. 

კონკურსში გამარჯვებისთვის XI კლასის მოსწავლეები და მათი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია შაყულაშვილი დააჯილდოვეს. 

თბილისის N122 საჯარო სკოლა ულოცავს მათ და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203